რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.
მაკკეინი მომავალ არჩევნებში სენატორად კენჭს აღარ იყრის.
„ეს ჩემი ბოლო ვადაა. ამაში ჩემ თავს ამ ზაფხულამდე ვერ ვუტყდებოდი, მაგრამ დიაგნოზმა - კიბოს მეოთხე სტადია, ამაში საკმაოდ სწრაფად დამარწმუნა" - წერს მაკკეინი ავტობიოგრაფიულ წიგნში "მოუსვენარი ტალღა".
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნე გასული წლის ივნისში დაუდგინეს.

















