logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საფრანგეთის ელჩი საქართველოში „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდა
საფრანგეთის ელჩი საქართველოში „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდა
15:29 30.04.2018
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ და ამავე ფრაქციის წევრმა ირაკლი აბუსერიძემ საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, პასკალ მენიესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.



შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.



ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისეთი მიმართულებებით როგორიცაა - ეკოლოგია, კულტურა, განათლება და სპორტი.



„დღეს გამართულ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკოლოგიაზე, კულტურაზე, სპორტზე, განათლებაზე და იმ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომლითაც გამორჩეულია საფრანგეთი ევროკავშირში. შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სწორედ, ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევით უნდა მოხდეს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, რაშიც ფრანგული მხარის ისტორია, გამოცდილება, ხელშეწყობა და რეკომენდაციები ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.



შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ქართული რაგბის განვითარებაში საფრანგეთის როლზე. მხარეებმა საფრანგეთსა და საქართველოს შორის რაგბის მოყვარულთა კლუბის შექმნის შესაძლებლობებიც განიხილეს.



„რაგბი, არის სპორტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მართლაც აერთიანებს საფრანგეთსა და საქართველოს. იმედი მაქვს საფრანგეთში არიან დეპუტატები, რომლებიც ადრე თამაშობდნენ ან უყვართ რაგბის თამაში. ჩვენ შევეცდებით შევქმნათ რაგბის მოყვარულთა კლუბი, საფრანგეთსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. მისივე თქმით, წეროვანში, სადაც დევნილები არიან დასახლებულები რაგბის მოედანი აშენდება.



„დღეს უნდა შევხვდე საქართველოს რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს, სადაც განვიხილავთ წეროვანში რაგბის მოედნის აშენების შესაძლებლობებს. ჩვენ შევეცდებით დევნილ ბავშვებს რაგბის მოედანი ავუშენოთ“, - განაცხადა პასკალ მენიემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა