logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
NDI უახლესი კვლევის შედეგებს აქვეყნებს
NDI უახლესი კვლევის შედეგებს აქვეყნებს
11:10 30.04.2018

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული

კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით მოსახლეობა გაყოფილია. მოქალაქეების თითქმის 40 პროცენტის შეფასებით, ქვეყანა - არასწორი მიმართულებით, 29 პროცენტის აზრით კი, სწორი მიმართულებით ვითარდება. დანარჩენი 29 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება.
გამოკითხვის თანახმად, მაღალია განცდა, რომ ქართული მედია დეზინფორმაციას უწყობს ხელს. მოსახლეობის 68 პროცენტმა განაცხადა, რომ ქართული ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ, რაც აღემატება იმ ადამიანების რიცხვს (45 პროცენტი), რომლებიც ამავეს ფიქრობენ რუსული არხების შესახებ. მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ რუსეთი (57 პროცენტი), ევროკავშირი (47 პროცენტი) და აშშ (45 პროცენტი) საკუთარი ინტერსების გატარების მიზნით საქართველოში ინფორმაციას ავრცელებენ. თუმცა მოსახლეობის 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი ცრუ და ტყუილ ინფორმაციას ავრცელებს. მოსახლეობის 25 პროცენტის აზრით, ევროკავშირი და 26 პროცენტის აზრით, აშშ-ც მიმართავენ მსგავს დეზინფორმაციას საქართველოში.

„ქართული მედიისადმი გამოხატული ასეთი მაღალი უნდობლობა მაუწყებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის საგულისხმო უნდა იყოს. დეზინფორმაციის პრობლემა გლობალური გამოწვევაა, რომელიც დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს საფრთხეს უქმნის. ამ პირობებში აუცილებელია, რომ საქართველომ მოსახლეობისთვის სანდო მედია სივრცის შექმნას შეუწყოს ხელი”- განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა.

ევროკავშირში გაწევრიანებას - 75 პროცენტი, ნატოში წევრობას კი 65 პროცენტი უჭერს მხარს. 2017 წლის დეკემბრის შემდეგ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რიგებში მცირედი კლება შეინიშნება. ასევე, მოსახლეობის მხოლოდ 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო, მაშინ როცა 42 პროცენტისთვის ეს ცუდი იყო.

ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას მოსახლეობა გაყოფილია: 49 პროცენტი - ცუდად, 44 პროცენტი კი კარგად აფასებს. ეროვნული დონის ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად იუსტიციის სახლებს, ჯარსა და ეკლესიას აფასებენ, თუმცა 2015 წლის შემდეგ ეკლესიის შეფასება თითქმის 80 პროცენტიდან 56 პროცენტამდეა დაცემული. მოქალაქეები ყველაზე ცუდად სასამართლოებს (30 პროცენტიანი ნეგატიური შეფასება და 14 პროცენტიანი დადებითი შეფასება) და პარლამენტს (35 პროცენტიანი ნეგატიური შეფასება; 2014-ში ეს მაჩვენებელი 10 პროცენტი იყო) აფასებენ. პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა დაბალია: 26 პროცენტი მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 9 პროცენტი - „ნაციონალურ მოძრაობას“, 4 პროცენტი კი - „ევროპულ საქართველოს“. მოსახლეობის აზრით, ქვეყანაში კორუფციის პრობლემაა. 44 პროცენტის აზრით, კორუფციის პრობლემაა ცენტრალურ ხელისუფლებაში, 35 პროცენტის აზრით - ადგილობრივ ხელისუფლებაში, 29 პროცენტის აზრით კი - სახელმწიფო ინსტიტუტებში (როგორიცაა საჯარო რეესტრი, სახელწიფო საავადმყოფოები, სკოლები და სხვა). მოქალაქეების 63 პროცენტის შეფასებით, 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაზრდილია. „მოსახლეობა ხელისუფლების საქმიანობის შეფასებაში გაყოფილია და კვლავაც პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, რაც მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული უკეთესი პოლიტიკის აუცილებლობაზე მიუთითებს,“- განაცხადა თორნტონმა -„კორუფციისა და კრიმინალის ზრდის განცდა და დეზინფორმაციის პრობლემა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ყოველივე ეს დემოკრატიული რეფორმებისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების საჭიროებისკენ მიუთითებს.“
გამოკითხვის ფარგლებში, მოქალაქეებმა ოფიციალური პირებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების საქმიანობაც შეაფასეს. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე კარგად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებენ. თბილისელების 53 პროცენტმა დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მოსახლეობის 46 პროცენტს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს დავით სერგეენკოსადმი, 34 პროცენტს - დავით ბაქრაძისადმი, 31 პროცენტს კი - თეა წულუკიანისადმი; ამ სამს მთლიანობაში ყველაზე პოზიტიურად აფასებენ.

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.

აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა