logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ახალ ევროკომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ
თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ახალ ევროკომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ
16:13 27.04.2018
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და დელეგაციის წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ახალ ევროკომისარ - დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება იყო. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ადამიანის უფლებათა ახალ ევროკომისარ - დუნია მიატოვიჩთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ვისაუბრეთ.
კომისარი, სულ ოთხი კვირაა, რაც შეუდგა თავისი მანდატის შესრულებას. ბუნებრივია, რომ უფრო ზოგადი შეხვედრა გვქონდა, მოვიწვიეთ საქართველოში. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე რაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის იმ რეზოლუციაზე, რომელზეც მუშაობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
დუნია მიატოვიჩი საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია, კარგად იცნობს ჩვენ ქვეყნაში არსებულ მოვლენებს და დადებითად აფასებს პროცესებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ინფორმაციის ძალიან მჭიდრო მიმოცვლა, როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.
საპარლამენტო დელეგაციის წევრის, ეკა ბესელიას შეფასებით, დუნია მიატოვიჩის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ყოველთვის იწვევს ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გამო და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, ჩვენი შეთავაზება, რომ ის საქართველოში ჩამოვიდეს არის ის ტრადიციული თხოვნა, რომლითაც ჩვენ კომისარს მივმართავთ ხოლმე. სამწუხაროა, რომ როდესაც ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ჩამოდიოდა, ის ვერ ახერხებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას.



დუნია მიატოვიჩის ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც ახლა საქართველოსთვის მტკივნეულია და ყველაზე მგრძნობიარე თემაა, არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, კომისარი ძალიან გულისხმიერად შეხვდა ამ წინადადებას, ის განიხილავს კონკრეტულ თარიღს. რასაკვირველია, მას ჰქონდა ჩამოსვლის და ასევე, კომისართან ჩვენი წარმომადგენლობის მხრიდან ძალიან კარგი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა. გვექნება მუდმივი კონტაქტი, ინფორმაციის გაცვლა კომისრის ოფისთან და უშუალოდ პირადად მასთან. ეს შეხვედრაც ამ მზაობის კიდევ ერთი დადასტურება იყო“ -განაცხადა ეკა ბესელიამ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა