logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა გასვლითი სხდომა მცხეთა-მთიანეთში გამართა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა გასვლითი სხდომა მცხეთა-მთიანეთში გამართა
14:25 27.04.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე წლის რიგით მეორე გასვლითი სხდომა გამართა.

მცხეთაში გამართულ ღონისძიებას, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები - საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები დაესწრნენ.

კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მიესალმა სხდომის მონაწილეებს და აღნიშნა რომ, გასვლითი სხდომა არის კარგი პრაქტიკა, რომელიც რეგიონში არსებული საკითხების ერთ სივრცეში მიმოხილვის, კონკრეტული პოლიტიკისა განსაზღვრისა და მომავალი ნაბიჯების დაგეგმვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. მისივე თქმით, გასვლითი ფორმატი მნიშვნელოვანია რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან დიალოგისა და კომუნიკაციისთვის.

კომიტეტის გასვლითი სხდომა დღის წესრიგის საკითხების განხილვით გაგრძელდა. საქართველოს პარლამენტის წევრმა კახა კუჭავამ, საქართველოს პარლამენტის წევრების კახა კუჭავას და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, მესამე მოსმენით წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს თბილისში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას განტვირთვას. აღნიშნული კანონპროექტის მიღების მიზეზია დედაქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობა ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში. გადატვირთული ქუჩები, ხშირი საცობები და მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილით-ტაქსითგადაყვანის სექტორში არსებული სრული ქაოსი.

კანონის პროექტით ცვლილებები შედის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 75-ე მუხლში, რომლითაც თბილისის საავტომობილო მოძრაობის სფეროში მთავრობის უფლებამოსილებები განისაზღვრება.

გასვლით სხდომაზე კანონმდებლებმა ის საკითხები განიხილეს, რომელიც რეგიონს უკავშირდება და მონაწილეთა თქმით, საქალაქო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ნიუანსებსმოაწესრიგებს.

გასვლით სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, სოფელ ფრეზეთის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების ინიციატივა დააყენა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სოფელი ფრეზეთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს: „სოფელი ფრეზეთი კანონმდებლობითგათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქონდეს და ყველა ის სარგებელი მიიღოს, რაც კანონმდებლობით არისგანსაზღვრული. იცით, რომ სოფელში ჩასახლებულები არიან იძულებით გადაადგილებული პირები, შესაბამისად, დევნილი მოსახლეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთიკრიტერიუმი, კერძოდ დემოგრაფია ფრეზეთში მაღალ მაჩვენებლად ითვლება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ვერ ღებულობს“,-განაცხადა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარეს ზაზა გაბუნიას სთხოვა, აღნიშნული საკითხი „მთის ეროვნულ საბჭოში“ დააყენოს. კომიტეტის თავჯდომარე კი დაპირდა, რომ საბჭოში აღნიშნული ინიციატივის რეკომენდატორი იქნება.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა. გუბერნატორმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანეს პრობლემას სტიქიური ნაგავსაყრელები წარმოადგენს. მისივე თქმით, რეგიონში შეინიშნება ისეთი ძირითადი სოციალური სერვისების არათანაბარი ხელმისაწვდომობა, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ლევან ზაუტაშვილმა რეგიონში არსებულ მსხვილ საწარმოებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საწარმოები აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამწმენდი ნაგებობებით და მათი გარემოზე ზემოქმედების ხვედრითი წილი, შესაბამისად, ნაკლებია.

სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და წევრებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა