საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,
პოლიტსაბჭოში გარკვეული გადახალისებაა დაგეგმი.
მისივე თქმით, ვინ იქნება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში ჯერ-ჯერობით უცნობია.
„პოლიტსაბჭოს სხდომის ზუსტ თარიღს ვერ დაგიდასტურებთ. ეს უნდა მოხდეს ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე.
გარკვეული გადახალისება, რომელიც გადაწყვეყტილია, აუცილებლად მოხდება, თუმცა ზუსტად ვინ იქნება, ამაზე კონსულტაციები გრძელდება.
გარკვეული გადახალისება, მათ შორის, პოლიტსაბჭოშიც იქნება. მენეჯმენტის თვალსაზრისით შეიძლება იყოს გარკვეული ცვლილებებიც, დელეგირების საკითხებზეც შეიძლება იყოს საუბარი და ბუნებრივია, ეს სამუშაო პროცესი საზოგადოებისთვის დეტალურად იქნება ცნობილი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

















