logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: ეს ქვეყანა ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ
სოფო კილაძე: ეს ქვეყანა ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ
09:55 27.04.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს ავუხსნათ, რა პოზიტიური შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, როგორ გააუმჯობესებს ეს პროცესი საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოფას“ - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი თქმით, საზოგადოებას არ აქვს სათანადო ინფორმაცია თუ რატომ არის ჩვენთვის საჭირო ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მისივე თქმით, დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ძლიერი ქვეყანა. „ეს არის ორმხრივად საჭირო და სასარგებლო პროცესი“, - აღნიშნა, კომიტეტის თავმჯდომარემ.



მისი განცხადებით, ევროკავშირი და, ზოგადად, ევროპული სტილის ცხოვრება არის კეთილდღეობა თითოეული ადამიანისთვის. „ევროპული იდეოლოგია არის ინდივიდის წინა პლანზე წამომწევი. მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი და მისი ღირსება. სწორედ ეს მომწონს ევროპულ მიდგომაში, რომ მისთვის თითოეული მოქალაქე არის ღირსების მატარებელი, ხოლო სახელმწიფოს მოვალეობაა შექმნას ყველანაირი პირობა მისი ცხოვრების, განვითარებისა და მოღვაწეობისთვის“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის ბაზრის უპირატესობაზე პროდუქციის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყურადღება გაამახვილა სოციალური დაცვის მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ მექანიზმებზე.

„ჩვენ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე. ეს ქვეყანა ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. სწორედ ევროკაშირის ქვეყნების გამოცდილებაა, რომ თითოეული ადამიანი, როგორც უდიდესი ღირებულების მატარებელი, ჩართულია საზოგადოების მშენებლობაში“, - მიმართა დამსწრეებს ნაძალადევის მაჟორიტარმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა