საპარალამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, რადგან ივანიშვილი პოლიტიკაში
ბრუნდება, ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პროცესები სწორად არ წარიმართა.
მისივე თქმით, ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, გუნდში რადიკალურად განსხვავებული აზრების გაჩენა გახდა.
„ივანიშვილს რასაკვირველია არ ჰქონდა ოცნება, რომ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში. ბუნებრივია, რადგან მან ჩათვალა დაბრუნება საჭიროდ ე.ი. არ მოხდა რაღაც ისე, იმ მიმართულებით და იმ ტემპით, როგორც გვინდოდა ჩვენ.
ჩვენ შორის წარმოშობილი აბსოლუტურად განსხვავებული აზრები ვფიქრობ, გახდა ერთ-ერთი მიზეზი ივანიშვილის დაბრუნებისა, რადგან უფრო არ გაღრმავებულიყო. საჭირო გახდა მისი მოვლინება.
საჭირო იქნება პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა, მაგრამ ეს არ იქნება ვიწრო წრის, ერთი აზრის ხალხი. ჩვენ იმედი გვაქვს რომ დავრჩებით პოლიტსაბჭოში“- განაცხადა ქანთარიამ ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

















