logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საია „საქართველო არ იყიდებას“ საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საია „საქართველო არ იყიდებას“ საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
10:29 15.07.2012
ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაცია ორგანიზაცია - „საქართველო არ იყიდება“ საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 261 მუხლის მოთხოვნათა თანახმად, პარტიისთვის დადგენილი რეგულაციები „ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს“.

„როგორც ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“-ს განცხადებებიდან იკვეთება, მას არ გააჩნია საარჩევნო მიზანი, თუმცა, შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური მიზანი, რაც კანონმდებლობით გამიჯნულია ერთმანეთისგან. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე გაკვირვებას იწვევს ორგანიზაციის მიმართვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისადმი, სადაც ის 261 მუხლით გათვალისწინებულ პირად ცნობას ითხოვს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ორგანიზაციის სურვილს, ასეთი სტატუსის მიღებით განახოციელოს საქმიანობა, რაც სხვა შემთხვევაში კანონით აკრძალული იქნებოდა“ - ნათქვამია განცხადებში.

კერძოდ, კი საიაში განმარტავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელიმე პარტიის საწინააღმდეგოდ ფინანსური რესურსის ხარჯვას იგივე შეზღუდვები უწესდება, რაც პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებებს. იმ შემთხვევაში, თუ ის ხორციელდება იურიდიული პირის მიერ, აღნიშნული უკანონოა და ისჯება თანხის ხუთმაგი ოდენობით. 

„მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში „საქართველო არ იყიდებას“ თავმჯდომარე გიგა ნასარიძე განმარტავს, რომ ორგანიზაციამ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის საწინააღმდეგოდ დამზადებული რეკლამა განათავსა ტელეკომპანიების - „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ ეთერში. მიგვაჩნია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად ორგანიზაციის მიერ ტელეკომპანიების ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლები წარმოადგენს იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ შემოწირულებას რეკლამის დამზადებაზე/განთავსებაზე დახარჯული ფინანსური რესურსის მოცულობით. კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით კი, იურიდიულ პირებს აეკრძალათ შემოწირულების განხორციელება“ - განმარტავენ საიაში.

მათივე თქმით, რადგან ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“-ს საარჩევნო მიზნები არა აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არ უნდა მოახდინოს მისთვის 261 მუხლით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭება, არამედ უნდა იმსჯელოს უკანონო შემოწირულების განხორციელებისთვის მისი დაჯარიმების საკითხზე.

10 ივლისს დარეგისტრირდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველო არ იყიდება“, რომლის მიზანია საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ბიძინა ივანიშილის ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობის შესახებ, ხელი შეუწყოს ოლიგარქული ფულისა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების ერთმანეთისაგან გამიჯვნას, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ამომრჩეველთა მოსყიდვის წახალისება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა