პარლამენტარის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში, სავარაუდოდ, იმ საკითხებს
განიხილავენ, რომელიც ე.წ. ურჩ დეპუტატებს არ ეხება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დეპუტატების თაობაზე გადაწყვეტილებას მათ გარეშე გამოიტანენ, შესაბამისად პასუხს განაგრძობენ.
„არიან ბიუროს წევრები და პარტიის ხელმძღვანელობა. მე სტატუსით ვერ გავდივარ და ახლა, დასასჯელი ბავშვივით ხომ არ მიმიყვანდნენ. მე ვფიქრობ, რომ სხვა საკითხებს გადიან, რომელიც ჩვენ არ გვეხება. თუ ჩვენ გვეხება, რა თქმა უნდა ლოგიკა მაგაში არის, რომ ჩვენ უნდა დავესწროთ. პირდაპირ გეუბნებით, რომ უჩვენოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გავაგრძელებთ შესაბამისად პასუხს და საკმაოდ საინტერესოს. მოლოდინი არაფრის არ მაქვს, მე ვიცი რომ ჩვენ არ გვეხება ეს თემა. და თუ შეგვეხება მერე ვილაპარაკოთ მაგაზე შესაბამისად,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე რაკლი კობახიძესთან დაპირისპირებული ე.წ ურჩი დეპუტატები არ მიიწვიეს.

















