logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და პოლონეთს საერთო ისტორია და საერთო ღირებულებები გააჩნიათ
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და პოლონეთს საერთო ისტორია და საერთო ღირებულებები გააჩნიათ
22:16 25.04.2018
„ქართველ და პოლონელ ხალხს საერთო ინტერესები და ფასეულობები აქვთ. საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წელს მივიღეთ, რამაც პოლონეთის მსგავსად უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის იდეა. საქართველოსა და პოლონეთს საერთო ისტორია და საერთო ღირებულებები გააჩნიათ და ეს არის ის, რაც ამყარებს ქართველ და პოლონელ ხალხს შორის მეგობრობას“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის სახელმწიფოსა და პოლონელ ერს უმნიშვნელოვანესი თარიღი, რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პოლონეთის კონსტიტუცია პოლონელი ხალხის თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს.

„პოლონეთის პირველი კონსტიტუცია ერთ-ერთი ყველაზე უძველესია და ამ დოკუმენტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პოლონეთის ისტორიაში, რადგან მან უზრუნველყო პოლონეთის დამოუკიდებლობის იდეა საუკუნეების მანძილზე და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლონეთის დამოუკიდებლობის დაცვაში“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ და პოლონელ ხალხს შორის არსებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა კონსტიტუციის მნიშვნელობა ორივე ქვეყნის ისტორიაში.

ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის განვითარების მოდელზე და ქვეყნის მიერ მიღწეულ რეგიონული და საერთაშორისო დონის წარმატებებზე ისაუბრა.

„პოლონეთი არის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. დღეს პოლონეთი ამაყობს ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი სახელმწიფოებრიობით და მაღალი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტითა და დემოკრატიული ღირებულებებით და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მიაღწიოს იმ სტანდარტებს, რომლებსაც პოლონეთმა უკვე მიაღწია. ჩვენ გვაქვს მსგავსი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. პოლონეთი უკვე არის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი, და ეს არის ის მიზანი, რომელიც გვაერთიანებს საქართველოსა და პოლონეთს.

ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებულად აღნიშნა და მადლიერება გამოხატა პოლონეთის მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკა საქართველოსადმი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იჩენს.

„პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ამ მიზნის მიმართ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის და ჩვენ ღრმა მადლიერებას გამოვხატავთ პოლონეთის მიმართ ამ მხარდაჭერისათვის რომელიც 90-იანი წლებიდან იწყება. ქართველ ხალხს ახსოვს პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოსათვის ურთულეს პერიოდში, ასევე 2008 წელს ომის დროს, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი, ბატონი კაჩინსკი ჩამობრძანდა საქართველოში და დადგა ქართველი ხალხის გვერდით. ქართველი ხალხი უზომოდ მადლიერია ამისათვის, მადლიერია პოლონელი ხალხის, პოლონელი პოლიტიკოსებისა და ეს გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა და დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი დემონსტრირებაა ჩვენი მეგობრობისა“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა. ელჩმა პოლონეთის კონსტიტუციის მნიშვნელობაზე და საქართველოსა და პოლონეთის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ მიღებას საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა