logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 რუმინეთის სახელმწიფო მდივანი: საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას მხარს ვუჭერთ და ევროინტეგრაციის გზაზე მიმართულ ძალისხმევას მივესალმებით
რუმინეთის სახელმწიფო მდივანი: საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას მხარს ვუჭერთ და ევროინტეგრაციის გზაზე მიმართულ ძალისხმევას მივესალმებით
17:36 25.04.2018
რუმინეთის სახელმწიფო მდივნის, დან ნიკოლასკუს განცხადებით, აშკარაა, რომ თბილისში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით მოგვარების პოლიტიკური ნება არსებობს.
ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენ მოწმე ვართ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების. აშკარაა ასევე, რომ თბილისში არის მაღალი პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხი მოგვარდეს საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით. მნიშვნელოვანია საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და მხარს ვუჭერთ მას, ისევე როგორც მივესალმებით ადამიანის უფლებების მხრივ განხორციელებულ რეფორმებს და ევროინტეგრაციის გზაზე მიმართულ ძალისხმევას“ – განაცხადა დან ნიკოლასკუმ.


სახელმწიფო მდივანმა, რუმინეთის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.



საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა.



„ჩვენ იგივე განცდა გვაქვს რაც ჩვენს ქართველ მეგობრებს. საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ იგივე მოხდა ყირიმშიც, საქართველოც და უკრაინაც რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა. ჩვენ მივესალმებით გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის რეზოლუციას საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ. უკრაინა მხარს უჭერს აღნიშნულ რეზოლუციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორები უნდა იყვნენ დაშვებულნი“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.



მან კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე.



ღონისძიებაზე ასევე მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს პარტნიორმა ქვეყნებმა.



გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელურ ღონისძიება “ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის” გაიმართა, რომელის ფარგლებშიც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.



აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“ და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა