logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები დაგმეს
ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები დაგმეს
17:31 25.04.2018
ლატვიის სახელმწიფო მდივნის ანდრეი პილდეგოვიჩის განცხადებით, ლატვია საქართველოს ევრო- ატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს.

ამის შესახებ პილდეგოვიჩმა გაერო-ში საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ლატვიის გამოცდილების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და მშვიდობის მშენებლობისათვის“ – განაცხადა ლატვიის სახელმწიფო მდივანმა.


ღონისძიებაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხებოდა, ლატვიის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენლმა, აუდრა პლეპიტემ, რომელმაც საქართველოსა და ლიტვის მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, რომელიც მიმართულია ხალხთა დაახლოების და ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებისკენ, უფრო მეტი ეკონომიკური კავშირების აგებისა და რაც ყველაზე მთავარია - განათლების ხელმისაწვდომობისკენ, რაც მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის პროცესისთვის” - განაცხადა გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენლმა.

ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ქმედებები დაგმეს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელურ ღონისძიების “ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის” გაიმართა, რომელის ფარგლებშიც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“ და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა