საქრთველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა
გაბუნია ვანში იმყოფებოდა, სადაც ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.
გაბუნიას განცხადებით, გივი ჭიჭინაძე კეთილსინდისიერებითა და კვალიფიციურობით გამოირჩევა.
,, გივი ჭიჭინაძე გამორჩეულია კეთილსინდისიერებით, წესიერებით, კვალიფიციურობით და პროფესიონალიზმით, რაც ამ შეხვედრებზეც კარგად დაინახა მოსახლეობამ, რადგან მას აქვს სწორი და საჭირო გეგმები ვანში და ხონში მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად და ამ რაიონების განსავითარებლად. გივი ჭიჭინაძე, როგორც პარლამენტარი სჭირდება ვანს და ხონს"-განაცხადა გაბინიამ.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანი-ხონის ოლქში 28 აპრილს გაიმართება.

















