logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გაერო-ში გერმანიის ელჩი: ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საქართველოს მხარს ვუჭერთ
გაერო-ში გერმანიის ელჩი: ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საქართველოს მხარს ვუჭერთ
16:15 25.04.2018
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლის, გაერო-ში გერმანიის ელჩის ჰანს-იოაკიმ დაერის განცხადებით, ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარების კუთხით პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისთვის საქართველოს მთავრობის მზაობას გერმანია მიესალმება.
ამის შესახებ დაერიმ საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„გერმანია მიესალმება საქართველოს მთავრობის მზაობას გადადგას პრაგმატული ნაბიჯები ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის საფუძვლის შესაქმნელად. საქართველოს მთავრობის შეთავაზებათა პაკეტი ითვალისწინებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობას. დარწმუნებული იყავით ჩვენს მხარდაჭერაში ამ მიზნების განსახორციელებლად” - განაცხადა ელჩმა.



ელჩმა გამოხატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოზიცია და დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. შეთანხმებების გაფორმება, ისევე როგორც სამხედრო შენაერთებისა და საბაჟო სამსახურების გაერთიანება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების აღმართვა. გერმანელი დიპლომატის განცხადებით, ეს ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.



"აუცილებელია აღნიშნულ რეგიონებში დაშვებული იქნან საერთაშორისო მონიტორები და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას. მოვუწოდებთ ამ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას დაუშვას აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ინსტიტუტები"-განაცხადა ჰანს-იოაკიმ დაერმა. მისივე თქმით, გერმანია იდგება საქართველოს გვერდით ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზაზე.



საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიება „ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის“, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.



აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“ და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა