logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
11:57 25.04.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან, პარასკევი მიხუსთან.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ევროკომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად უზრუნველყოფის კუთხით.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მრავალწლიანი ძალისხმევისა და განხორციელებული რეფორმების შედეგია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხისათვის, როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის დამრღვევთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად და წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად უკვე გატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი ზომები გააცნო, მათ შორის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა, საკანონმდებლო ცვლილებები და ევროკავშირის სააგენტოებთან და მის წევრ ქვეყნებთან გაღრმავებული თანამშრომლობა.

პარასკევი მიხუ მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის არამიზნობრივი გამოყენების ფაქტების აღკვეთის მიზნით განხორციელებულ ქმედებებს და დადებითად შეაფასა ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. ამავდროულად, მან ყურადღება გაამახვილა თავად ევროკავშირში უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ შენგენის სივრცეში უვიზო გადაადგილების პირობების დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა