logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ ბუქარესტში შეხვედრები გამართა
რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ ბუქარესტში შეხვედრები გამართა
11:43 25.04.2018
საქართველოს პარლამენტის რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით ბუქარესტში იმყოფება. დელეგაციის ხელმძღვანელის, ისკო დასენის და დელეგაციის წევრების: გიორგი მოსიძის, მამუკაჩიქოვანის, კობა ლურსმანაშვილის და პაატა მხეიძის მონაწილეობით, საპარლამენტო დელეგაციამ რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოში ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს, ლასზლო ოდონ ფეჯერს და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ისკო დასენმა მადლიერება გამოხატა მასპინძელი მხარის მიმართ და აღნიშნა, რომ მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო თანამშრომლობა და ამგვარი გაცვლითი ვიზიტები, ქვეყნებს საშუალებას აძლევს დაამაყარონ კონტაქტები, ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გამოხატონ მხარდაჭერა და ხელი შეუწყონ სასარგებლო ურთიერთთანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობა და მომავალში ამ კუთხით თანამშრომლობის გასააქტიურებლად მზაობა გამოითქვა. რუმინულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუმინეთსა და საქართველოს შორის მტკიცე თანამშრომლობის განვითარების არსებულ პოტენციალს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუმინეთი იყო იმ პირველთაგანი, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეხვედრას საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საქართველოში რუმინეთის ელჩი რადუ ლივიუ ჰორუმბი ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია, დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, კარმენ ილეანა მიჰალჩესკუმ მიიღო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარებას, რუმინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას და სხვადასხვა სექტორში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. კარმენ ილეანა მიჰალჩესკუმ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს იგი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა", რაც ქვეყანის უკეთ გაცნობის და ქართველ კოლეგებთან შეხვედრის საშუალებას მისცემს. საქართველო-რუმინეთის მეგობრობის ჯგუფის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რუმინეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მაღალ მნიშვნელობას.
საქართველოს პარლამენტის რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა