პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,
ზაზა გაბუნიამ კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები წარადგინა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები ძველ შემადგენლობასთან ერთადგანაგრძობენ მუშაობას საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.
„რამდენადაც კომიტეტი არის რეგიონული და თვითმმართველობის საკითხების პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი სუბიექტი, ჩემთვის როგორც მისი თავმჯდომარისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის სამუშაო პროცესიწარიმართოს ღიად, გამჭვირვალედ, კონსულტაციისა და რეკომენდაციების მოსმენის რეჟიმში, მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ არამხოლოდ პარლამენტარებს, არამედ ჩართულები იყვნენ სამოქალაქო დააკადემიური სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიონალები. ასე ჩვენ უფრო მაღალი ხარისხის შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ

















