logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება - გივი ჭიჭინაძის, ყოფილი გუბერნატორის გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებლი
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება - გივი ჭიჭინაძის, ყოფილი გუბერნატორის გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებლი
18:26 24.04.2018
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლ გამარჯვებას მოიპოვებს პირველივე ტურში.
ამის შესახებ კობახიძემ ქუთაისში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

„კარს არის მომდგარი ვანსა და ხონში არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი და ასევე, წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც წარვადგენთ ღირსეულ კანდიდატს და სადაც დარწმუნებულნი ვართ, რომ პირველივე ტურში მოვიპოვებთ დამაჯერებლ გამარჯვებას“ - განაცხადა კობახიძემ.

მისი განცხადებით, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პარტიის თითოეულმა წევრმა და მხარდაჭერმა ქვეყნის განვითარებაში გარდატეხის შეტანა შეძლო. მხარდამჭერებისა და პარტიის წევრების საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით აგრძელებს წინსვლას.
“მოგესალმებით ქუთათურებო, ძვირფასო პარტიის წევრებო, მხარდამჭერებო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მოგესალმოთ თქვენ და მოგმართოთ, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენი საქმიანობით, თქვენი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ქვეყნის განვითარებაში და, ასევე, ჩვენი პარტიის გაძლიერებაში და ამისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ყველა მიმართულებით შეიძლება ითქვას და, რა თქმა უნდა, ეს წინსვლა არის თითოეული თქვენგანის, პარტიის თითოეული წევრის დამსახურება. ჩვენ მოვახერხეთ და შევიტანეთ გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, უმთავრესი მიღწევა იყო დემოკრატიის განმტკიცება, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა,ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი კი ეკონომიკის განვითარებაა და ამ მიმართლებით, ბევრი რამ კეთდება. „ ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, არამედ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ის და ამისათვის ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენი ხელისუფლების მიერ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მიერ. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი ეკონომიკის განვითარება და ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენი პარტიის მიერ, ჩვენი ხელისუფლების მიერ.
“ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან კარგად აქვს გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა და ამ პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ საქართველოს გასულ წელს ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, გრძელდება ზრუნვა საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს.


„თქვენი დამსახურებით, ჩვენი პარტიის დამსახურებით ჩვენ ვაგრძელებთ საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის ზრუნვას, ჩვენ გვაქვს ბუნებრივია ძალიან სერიოზული გამოწვევები ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენი პოლიტიკა არის კარგად გააზრებული, ჩვენი პოლიტიკა არის პრაგმატული და სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება”,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა დამსწრეებს 2 წლის წინ, რეგიონულ კონფერენციაზე პარტიის მიერ გაცემული დაპირებები შეახსენა და განაცხადა, რომ პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით გაცემული ყველა დაპირება პირნათლად შესრულდა.
„ ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება. ასევე, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება, იმ დროისათვის, საერთოდ, დაკეტილიც კი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ოფისების უმრავლესობა და ჩვენ ეს ამოცანები, რასაც ერქვა პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება და ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება, სათანადოდ, შევასრულეთ და ზუსტად ამის შედეგი იყო ის, რომ ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება და ძალიან ღირსეული გამარჯვება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო საპარლამენტო გუნდის განახლება.
„ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლად მივიღეთ პირველად მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. მაშინ მოგეხსენებათ იყო კოალიცია ჩამოყალიბებული და ის, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვმონაწილეობდით საპარლამენტო არჩევნებში გახდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენი გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი. 2016 წლის არჩევნები იყო ერთგვარი შემდგომი საკვანძო ეტაპი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარებაში. მოგეხსენებათ ეს იყო ძალიან რთული არჩევნები, სადაც ჩვენი მთავარი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ წარმოადგენდა რისკ ფაქტორს ქართული დემოკრატიისათვის და ჩვენ საბოლოოდ 2016 წლის არჩევნებში მოვახერხეთ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აღარ უქმნის, ვეღარ ქმნის საფრთხეს ქართული დემოკრატიისათვის და ჩვენი პარტიული სისტემა, პოლიტიკური სისტემა მიდის კონსოლიდაციის გზაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც.
„ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მათ შორის იმერეთის მხარეში ჩვენ მოვიგეთ დამაჯერებლად ყველა მერის არჩევნები, ასევე საკრებულოს არჩევნები და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ახალი ენერგიით, ახალი სისხლით ვიშრომოთ იმისათვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ ჩვენ მოსახლეობას, თითოეული ჩვენი ქალაქის, თითოეული მუნიციპალიტეტის, რაიონის მოსახლეობას. ეს იყო ის დაპირებები, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომლებიც ჩვენ გავეცით 2 წლის წინა პარტიულ კონფერენციაზე და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დაპირებები პირნათლად იქნა შესრულებული. ეს ყველაფერი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას და ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე ზრუნვას.
ჩვენ წინ გველის მნიშვნელოვანი არჩევნები. კარს არის მომდგარი ვანსა და ხონში არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება, ბატონი გივი ჭიჭინაძის, ყოფილი გუბერნატორის გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებლი და ჩვენ ასევე წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ჩვენ წარვადგენთ ღირსეულ კანდიდატს და სადაც დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ პირველივე ტურში მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის სამომავლო გეგმზე საუბრისას, აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, პარტიაში რეფორმების მეორე ტალღა განხორციელდება და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად, „რომელიც აქტიურობს არა მხოლოდ არსებითად არჩევნების პერიოდში, არამედ, რომელიც აქტიურია არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც და რომელიც მუდმივ რეჟიმში არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმაში და ამ პოლიტიკური პროცესების მართვაში”.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიზნებზეც. მისი თქმით, დასახული მიზნების მისაღწევად ერთად დგომა და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.
„გარდა წარმატებებისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ასევე ჩვენს გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ქართული ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ განვითარებას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეული მოქალაქისთვის.
დღემდე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელი იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული ცხოვრების პირობები ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა და გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების სტანდარტები.
ასევე, ჩვენ გვაქვს მისაღწევი ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები და აქაც საჭიროა ჩვენი ბრძოლა და შრომა იმისათვის, რომ ეს მიზნები იყოს მიღწეული.
ზოგადად, იმისათვის, რომ ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა, განვაგრძოთ ჩვენი პარტიის გაძლიერების პროცესი, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველდღიური შრომა, ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომა, საჭიროა ჩვენი ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში ჩვენ ყველა დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ”,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა