logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილმა როუზ-როსის სემინარზე მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლისა და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა
ირაკლი სესიაშვილმა როუზ-როსის სემინარზე მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლისა და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა
16:34 24.04.2018
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი მუშაობას, ბათუმში აგრძელებს.
მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.
მისი განცხადებით, ნებისმიერი სახელმწიფო თავად ირჩევს მმართველობის ამა თუ იმ მოდელს და იგი ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებს და მის ხასიათს ეფუძნება. შესაბამისად, რთულია მსჯელობა რომელი მმართველობის სისტემაა უფრო სწორი და გამართლებული. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში პარალელები წინა ხელისუფლების მიერ გატარებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ახალ საკონსტიტუციო მოდელს შორის გაავლო.



„2010 წელს, წინა ხელისუფლებამ განახორციელა პირველი საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ფარგლებში მივიღეთ ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი, რასთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიამ შენიშვნები გამოთქვა. მიმაჩნია, რომ არსებული ცვლილებები განპირობებული იყო წინა ხელისფლების სურვილზე, რათა მათი ხელისუფლებაში ყოფნა განმტკიცებულიყო“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, არსებული ცვლილებები პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის მმართველობის ორმაგ სტანდარტს წარმოადგენდა, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზეც ვრცელდებოდა.
„ახალი კონსტიტუციით ეს მოდელი შევცვალეთ. გავითვალისწინეთ ესტონური მოდელი, სადაც პრეზიდენტს აღარ აქვს ეროვნული უშიშროების საბჭო, თუმცა იქმნება თავდაცვის საბჭო, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს იკრიბება როგორც უმაღლესი პოლიტიკური სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.



საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ ამა თუ იმ თანამდებობის პირის არჩევა უნდა იყოს ადექვატური მის უფლებამოსილებასა და ფუნქციებთან.
„მაშინ როდესაც ჩვენ მთლიანად გადავდივართ საპარლამენტო მმართველობაზე პრეზიდენტის ფუნქციები მაქსიმალურად შემცირებულია და ვთვლით, რომ პრეზიდენტის ხალხის მიერ არჩევა ეს იყო იმაზე მეტი ლეგიტიმაცია, ვიდრე პრეზიდენტს უფლებამოსილება გააჩნდა. რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხს - ქვეყანას საინტერესო საკონსტიტუციო მოდელი შევთავაზეთ. იმ საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით, რაც გამოიხატება მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ჩვენ გვჭირდებოდა გადაწყვეტილების მოკლე დროში მიღება და არსებული რესურსის სწრაფად და ეფექტურად გამოყენება. მსგავსად წინა კონსტიტუციისა საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლება დარჩა პრეზიდენტს, თუმცა გაუქმდა პარლამენტისთვის გათვალისწინებული 48 საათიანი დრო. ახალი მოდელით პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ საომარი მდგომარეობა შედის ძალაში და გამოიცემა ორი აქტი, როგორც მთავრობისთვის, ასევე საკანონმდებლო ორგანოსთვის“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, სესიაში მონაწილეობა მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალინო კანასმა, რომელმაც საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში პარლამენტების როლზე ისაუბრა.

სესიას მოდერირებას შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) ასისტენტ-დირექტორი, ცენტრის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსი, ფილიპ ფლური უწევდა.










FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა