logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარზე საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ იმსჯელეს
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარზე საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ იმსჯელეს
14:06 24.04.2018
ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გრძელდება. საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ სემინარის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი ესაუბრნენ.


არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები გააცნო.


უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს პარლამენტისა და ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, რასაც ადასტურებს კონსტიტუციის ახალი რედაქციაც.


„საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ არის ჩვენი ხელისუფლების, პარლამენტის უმთავრესი პრიორიტეტი და ამის მტკიცე დასტურია საქართველოს პარლამენტის მიერ, ახლახანს მიღებული კონსტიტუცია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის წევრმა დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აღსანიშნავი პროგრესია დემოკრატიის არსებითი კომპონენტის - ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აღსანიშნავი გაუმჯობესებაა მიღწეული საქართველოს პენიტენციურ ინსტიტუციებში. ეს არის გაუმჯობესება არა მხოლოდ ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, არამედ ეს დადებითად შეფასდა და აღინიშნა სხვადასხვა საერთაშორისო და და დამოუკიდებელი მხარეების ანგარიშებში“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძე.



საარჩევნო სისტემაზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი NDI-ს გამოკითხვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართულობა და მონაწილეობა გაუმჯობესებულია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ჩართულობა, გაძლიერდნენ პოლიტიკური პარტიები და უკეთ ვიყოთ მომზადებულნი, რათა ამომრჩეველს უკეთესი პოლიტიკური პროგრამა შევთავაზოთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ შეძლებს კონსტიტუციის საკუთარ საჭიროებებზე მორგებას.


„ყოველი ხელისუფლება ცდილობდა, კონსტიტუცია საკუთარ საჭიროებებზე მოერგო. ამ შემთხვევაში კი, ის რედაქცია, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და პარლამენტში მხარი დავუჭირეთ, ამას აღკვეთს და მომავალში, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციის საკუთარ საჭიროებებზე მორგებას შეეცდება ამას ვეღარ შეძლებს“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.



არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიმოიხილა და დამსწრეებს ცვლილებების ძირითადი არსი და შინაარსი გააცნო. მისი თქმით, ახალი რედაქციით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბალანსი უწყებებს, ასევე, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და სრულად აღკვეთს მომავალში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას. „ ჩვენს პოლიტიკურ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და ის არ არის კოალიცია, ის არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. ასე რომ, ჩვენ თავად დავუჭირეთ მხარი ამ ცვლილებებს, მოვამზადეთ ცვლილებები, რომლებიც მოახდენს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პრევენციას. ასე რომ, დიდი ალბათობით და მე შემიძლია, ეს დარწმუნებით გითხრათ, რომ მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტი იქნება მეტად დაბალანსებული და ოპოზიცია იქნება უფრო ძლიერი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ მდგომარეობაზეც და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის, ასევე, აღნიშნულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.


„საკონსტიტუციო რეფორმით, საქართველო სრულად გადავიდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ექნება მიმდინარე პროცესების, ხელისუფლების აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უკეთ კონტროლის შესაძლებლობა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სახალხო დამცველის ოფისის მნიშვნელობა, სადაც სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე. ჩვენ ვაგრძელებთ ორივე ინსტიტუციის გაძლიერებას და ვაგრძელებთ მათი შენიშვნებისა და მოსაზრებების ყურადღებით მოსმენას“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა.


სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სასამართლო სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.


სემინარის სასესიო მუშაობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე მსჯელობით გაგრძელდა. საკუთარი მოსაზრებები საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გოგუაძემ და საჯარო პოლიტიკის საკითხებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის მმართველობის ინსტიტუტის მრჩეველმა საჯარო, ნოდარ თანგიაშვილმა წარმოადგინეს.


სესიას მოდერირებას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა თორნტონი უწევდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა