პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი წინასაარჩევნო აქცია ხვალ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განუცხადეს, ხვალინდელი აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
მათი ინფორმაციით, კოალიციის ლიდერები აქციასთან დაკავშირებით მოსახლეობას ხვდებიან და აქციის მონაწილე მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.
„ქართული ოცნების“ ხვალინდელ აქციას სხვა ლიდერებთან ერთად კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება და აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
აქციაზე სავარაუდოდ, შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსაც წარადგენენ.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია 27 მაისს თბილისში, 10 ივნისს ქუთაისში, 17 ივნისს ოზურგეთში, 30 ივნისს კი მცხეთაში უკვე გაიმართა.
კოალიციის ხვალინდელი აქცია 19:00 საათზეა დაიწყება.

















