logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის ნატო არის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განვითარება ეფუძნება
ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის ნატო არის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განვითარება ეფუძნება
09:48 24.04.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის ნატო, პირველ რიგში, ის ღირებულებებია, რომლებსაც ეფუძნება ქვეყანა და მისი განვითარება.
ამის შესახებ კობახიძემ საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

„საქართველოსთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი უსაფრთხოება. პირველ რიგში, ეს არის ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განვითარება“- განაცხადა კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა. მისი თქმით, ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.



„საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ ბათუმში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. ჩვენთვის დიდი პატივია, ვისაუბროთ თქვენთან ერთად მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და ღირებულებების შესახებ, რომლებიც ჩვენ, მეგობარ ქვეყნებს გვაერთიანებს. მუდამ მზად ვართ და ღია ვართ ასეთი დისკუსიებისთვის. კიდევ ერთხელ, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და მიზანია, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს არის საქართველოს ხელისუფლების ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, გამომდინარე ხალხის ნებიდან. ჩვენთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი უსაფრთხოება. პირველ რიგში, ეს არის ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განვითარება. ვიმუშაოთ ერთად, მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საზეიმო მიღებაზე დამსწრეებს მიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. პაოლო ალიმ ასამბლეის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.



„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნატო და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ვფიქრობ, რომ საქართველოს მხარდაჭერით, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობასა და სტაბილურობას შავი ზღვის რეგიონში“,- განაცხადა პაოლო ალიმ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა