logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქეთევან ციხელაშვილი:  საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა  კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული
ქეთევან ციხელაშვილი: საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული
17:47 23.04.2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

სესიაზე სახელწოდებით, "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: მდგომარეობა გამყოფი ხაზების გასწვრივ ომიდან 10 წლის შემდეგ" ქეთევან ციხელაშვილმა მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის სახით აქვს. იგი შეეხო ასევე იმ პრობლემებს, რომლებიც უსაფრთხოების გამოწვევაა არამხოლოდ გეოპოლიტიკურ ჭრილში, არამედ ყოველდღიურ ძალიან მძიმე პირობებს ქმნის ხელოვნური გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის.

მან ასევე ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას უკავშირდება, ასევე ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ამ გამოწვევების თავიდან აცილების გზებზე.

სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივებს "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".
"ეს არის ქმედითი ნაბიჯი, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა თანმიმდევრული, ძალიან პრინციპულია. ორიენტირებულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მათთვის მძიმე პირობების გაუმჯობესებაზე და ასევე, ბარიკადების მიუხედავად, ხიდების აღდგენაზე, ნდობის მშენებლობაზე, დიალოგსა და შერიგებაზე, რაც მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა" - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

სესიის შემდეგ გაიმართა დისკუსია, აუდიტორიის კითხვებს სახელმწიფო მინისტრთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოეგმა უპასუხა.

საერთაშორისო ფორუმი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი ბათუმში საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობით იმართება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა