logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული
ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული
15:55 23.04.2018
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო წლებისათვის მმართველი გუნდის მთავარი პრიორიტეტი სიღარიბის აღმოფხვრა იქნება.
ამის შესახებ კობახიძემ ოზურგეთში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
„სიღარიბის აღმოფხვრა უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლებისათვის და ამისათვის, ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ გაკეთდება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნოთ ჩვენი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის სისტემების გაუმჯობესებაზე“- განაცხადა კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ პარტიის წევრების საქმიანობისა და წვლილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, წარმატებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იქნა მიღწეული, თითოეული მათგანის დამსახურებაა.
„2012 წელს თითოეული თქვენგანის მონაწილეობით, ჩვენ მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და მეთაურობით შევძელით ნამდვილად გარდატეხის შეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ და დამატებით წვლილი უნდა შევიტანოთ რა თქმა უნდა ამ მიღწევის განმტკიცებაში”,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ წინსვლა ყველა მიმართულებით გრძელდება.
მისი შეფასებით, 2012 წლის გარდატეხის უმთავრესი მონაპოვარი იყო დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებები. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დაასახელა უმთავრესი პრიორიტეტებიც.
„ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ვაგრძელებთ წინსვლას ყველა მიმართულებით. ჩვენი უმთავრესი მონაპოვარია 2012 წლის გარდატეხის უმთავრესი მონაპოვარი ეს იყო დემოკრატია,ეს იყო თავისუფლება, ადამიანის უფლებები და ჩვენი ამოცანაა, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, არამედ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ კეთდება ბოლო წლების განმავლობაში.ასევე, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი მოსახლეობის ღირსეულ ცხოვრებასთან, ასეთი პირობების უზრუნველყოფასთან და სწორედ „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული ეკონიმიკური პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენ გასულ წელს გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით. ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და ესეც არის ძალიან კარგად გააზრებული, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც აწარმოებს ჩვენი ხელისუფლება, პარტია „ქართული ოცნება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2 წლის წინ გაცემული დაპირებები, რომლებიც პარტიის განვითარებას უკავშირდებოდა - პირნათლად შესრულებულია. მისი თქმით, პარტიის ცენტრალური და რეგიონული სამსახურების გაძლიერებამ 2016 წელს საარჩევნო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „ჩვენ გვქონდა ორი წლის წინ თქვენთან შეხვედრის საშუალება იგივე ფორმატში, კონფერენციის ფორმატში. მაშინ დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გეგმები გვქონდა ჩვენ პარტიის გაძლიერების მიმართულებით და კონკრეტულად რა გეგმები გვქონდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს ორი წლის თავზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზნები არის სათანადოდ შესრულებული და ყველა პირობა არის პირნათლად შესრულებული. ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის გაძლიერება, განსაკუთრებით მისი ცენტრალური რგოლის გაძლიერება და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ. გაძლიერდა პარტიის სამსახურები, პარტიის ცენტრალური სამსახურები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული სამსახურის განვითარებაზე და ამან თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტიის საარჩევნო წარმატებაში 2016 წელს”,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა. მისივე თქმით, პრიორიტეტი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი წინსვლაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გუნდის განახლება.
„ საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, გუნდის განახლება იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ შეგვაძლებინა საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. ჩვენ ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ დამოუკიდებლად მივიღეთ პირველად არჩევნებში მონაწილეობა კოალიციის გარეშე და ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რთული მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩვენი საარჩევნო წარმატებისათვის. მთლიანობაში ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი რეფორმების შედეგი იყო ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ 2016 წლის არჩევნებში და ეს ყველაფერი ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალისხმევის შედეგად და რაც მთავარია რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობის, ხალხის ძალიან ფართო მხარდაჭერის შედეგად. ასევე, გვქონდა წარმატებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც მოგვცა იმის საშუალება, რომ განახლებული ენერგიით ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ეს იყო ის დაპირებები, რომლებიც ჩვენ გავეცით 2 წლის წინ და 2 წლის თავზე ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაპირებები პირნათლად შევასრულეთ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ი დარწმუნებულია მმართველი გუნდის კანდიდატის წარმატებაში საპრეზიდენტო არჩევნებშიც. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ 2 წლიან პერიოდს პარტია კიდევ უფრო განვითარებისთვის გამოიყენებს.
„ ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, საპრეზიდენტო არჩვენები და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთად დგომით ამ არჩევნებშიც გვექნება ძალიან დიდი წარმატება და ჩვენი ღირსეული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩვენებში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. გვჭირდება, რა თქმა უნდა, პარტიის შემდგომი განვითარება, შემდგომი გაძლიერება და ამას დაეთმობა შემდგომი ორი წელიწადი. საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში ჩვენ გვექნება დაახლოებით ორი წელიწადი იმისათვის, რომ ვიზრუნოთ პარტიის შემდგომ განვითარებაზე და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არა მარტო სარჩევნო პერიოდში აქტიურობს, არამედ, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც არის ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვაში და ამ პროცესების მართვაში. თქვენთან ერთად ეს მიზანიც აუცილებლად იქნება მიღწეული”,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და დამსწრეებს თანადგომისა და ქვეყნისა და პარტიის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სირთულეებზეც. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. ასევე, მისაღწევია საგარეო პოლიტიკური მიზნები. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი დარწმუნებულია, რომ ყოველდღიური შრომისა და ერთად დგომის შედეგად, ყველა მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული.
„ არის უამრავი სირთულე, უამრავი პრობლემა ქვეყნის წინაშე, მოსახლეობის წინაშე და რა თქმა უნდა, საჭიროა თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენთვის, ბუნებრივია, არის სიღარიბე. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ, საქართველოში, მათ შორის გურიის მხარეში, ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის უმთავრესი გამოწვევა ჩვენთვის და რამდენიმე წელი დაგვჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლებისათვის და ამისათვის, ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ გაკეთდება.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნოთ ჩვენი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის სისტემების გაუმჯობესებაზე და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვიშრომოთ იმისათვის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იქნას მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა საგარეო პოლიტიკის კუთხით. ჩვენი მიზნები ჯერაც არის მისაღწევი და ჩვენი ყოველდღიური შრომის და ერთად დგომის შედეგად დარწმუნებული ვართ ამ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.
ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი პარტიის გაძლიერებას სჭირდება ყოველდღიური შრომა, ჩვენი წვლილის შეტანა, ჩვენი ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში ეს მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული”,- მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს.
დღესვე, რეგიონულ კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე აირჩიეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა