logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ჩვენი მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ამ მიმართულებით მეტი ერთობლივი ძალისხმევის მიმართვაა
სოფიო ქაცარავა: ჩვენი მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ამ მიმართულებით მეტი ერთობლივი ძალისხმევის მიმართვაა
13:23 23.04.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველო რთულ რეგიონში მდებარეობს და მას არაერთ პრობლემასთან უწევს გამკლავება.
მისივე თქმით, უსაფრთხოებისა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველომ, ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით, დიდი ნაბიჯები გადადგა.
„საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის - Rose Roth-ის სემინარი, რომლის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა სიღრმისეულად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ თანამედროვე გამოწვევებზე და მათი ერთობლივად დაძლევის საშუალებებზე, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე მთელს ევროპაში.

საქართველო რთულ რეგიონში მდებარეობს და მას არაერთ პრობლემასთან უწევს გამკლავება. თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მარტო საქართველო და რეგიონი, არამედ, სამწუხაროდ, მთელი მსოფლიო დგას. ამიტომაც, ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ამ მიმართულებით მეტი ერთობლივი ძალისხმევის მიმართვა.
მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოებისა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველომ, ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით, დიდი ნაბიჯები გადადგა და ნატო-ს მიერ აღიარებულ იქნა მჭიდრო და სანდო პარტნიორად, რომელიც მთლიანად იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და მზად არის წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისროს.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, ასევე ჩართულები ვართ გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში და მზად ვართ განვაგრძოთ ეს გზა. დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს ძალისხმევას და შესაბამის გადაწყვეტილებებში კიდევ უფრო წინ წასწევს ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების საკითხს“- განაცხადა ქაცარავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა