logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
13:09 23.04.2018
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ დღეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, საქართველოს ბანკების ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ერთი მხრივ იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რომელიც მორატორიუმის ფარგლებში შეიქმნა, რათა შესაბამისი ცვლილებების ინიცირება მოხდეს და, მეორე მხრივ, ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანულ კანონპროექტს შეეხება.



„მორატორიუმის პირობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორთან მიმართებაში და ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეს პრაქტიკა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი რისკი, რომელიც მათ შორის, შეიძლება ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე აისახოს. დაახლოებით 200 მლნ ლარამდე არის პრობლემატური სესხები, რომლებიც შესაძლებელია ითქვას, რომ მორატორიუმის გამო შეფერხდა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები შევიდეს მორატორიუმში და, ბუნებრივია, გათვალისწინებული იქნეს ეს გარემოებები, რათა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფინანსური რესურსი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.



რაც შეეხება წარმოდგენილ კანონპროექტს, იგი გულისხმობს ფიზიკურ პირ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების აკრძალვას, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებზე არანაირი შეზღუდვა არ არის. „ჩვენ ასევე სერიოზულად ვიმსჯელეთ რომ სამომავლოდ, რეტროაქტიურად ანუ უკანა ქმედებებით ვალდებულები დაეკისროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მიწას და შესაბამის სანქციებზეც იქნება საუბარი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.



შეხვედრაზე მოისმინეს ყველა მხარის შენიშვნები და წინადადებები კანონპროექტთან მიმართებაში.



დღესვე დაგეგმილია ასეთივე სამუშაო შეხვედრის გამართვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. უახლოეს დროში კი კანონპროექტის ინიცირება მოხდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა