დეპუტატი გოჩა ენუქიძე ფიქრობს, რომ თბილისის მერი კახი კალაძის ღამის ეკონომიკის
პროექტი, დადებითად აისახება დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებაზე.
"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პროექტი ეყრდნობა მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას. ღამის ეკონომიკის პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება სამუშაო ადგილები, განვითარდება ღამის ინფრასტრუქტურა, მათ შორის გადაიჭრება ღამის საათებში არსებული საზოგადოებრივი ტრანსფორტის პრობლემა. ბიზნეს ოპერატორებს მიეცემათ ოპერირების საშუალება ღამის საათებში. ქალაქ თბილისის მერის მიერ შემუშავებული ქალაქის განვითათების კონცეფცია სრულად პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევებს, დარწმუნებული ვარ რომ ღამის ეკონომიკის პროექტი ძალიან წარმარტებული იქნება ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნისთვის", - აცხადებს ენუქიძე.

















