logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრები გამართა
10:16 21.04.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე, გერმანიის ბუნდესტაგში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის აპარატის ხელმძღვანელს, ჰორსტ რისეს და აპარატის უფროსის მოადგილეს, ულრიხ შოლერს შეხვდნენ. ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ბუნდესტაგის საპარლამენტოქვეკომიტეტების და საკადრო სამსახურის ხელმძღვანელებთან.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გივი მიქანაძე და ნიკოლოზ სამხარაძე ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს ტაბია რიოსნერს შეხვდნენ.
ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა საპარლამენტო საქმიანობის სპეციფიკაზე, საპარლამენტო კავშირების გაღრმავებისა და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრების შედეგად მიღწეული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი.
როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, გერმანიის ბუნდესტაგი,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის ხელშეწყობით,საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო საკითხების დაგეგმვისა და მიმდინარე საფინანსო ხარჯთაღრიცხვის მონიტორინგის კუთხით ექსპერტული დახმარების გაწევას გააგრძელებს. საქართველოს პარლამენტში განხორციელდება ექსპერტების დამატებითი ვიზიტები და გაძლიერდება მათი ჩართულობა აპარატის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
გერმანიის ბუნდესტაგში, დაიგეგმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტიპარლამენტის აპარატის საფინანსო მიმართულების ხელმძღვანელობისთვის.
როგორც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, კვლევითი კომპონენტის თვალსაზრისით, გერმანია მზად არის საქართველოს პარლამენტს თავისი გამოცდილება გაუზიაროს და ექსპერტული დახმარება გაუწიოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურას.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა DBB აკადემიაში, რომელიც პროფკავშირების სასწავლო ცენტრს წარმოადგენს და საჯარო მოხელეების, მათშორის, ბუნდესტაგის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების მიმართულებით საქმიანობს.
პარლამენტის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერის და გაძლიერების კუთხით დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა აკადემიასთან.
„შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის ხელშეწყობით და საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, მოხდება სხვადასხვა სატრენინგო პროგრამების განხორციელება ჩვენი აპარატის თანამშრომლებისთვის. ამასთან, აკადემიის ექსპერტი, ჩაერთვება ადამიანური რესურსების შეფასების არსებული სისტემის ხარისხისა და ეფექტიანობის შეფასებაში. იმისთვის, რომ ამ სისტემის კიდევ უფრო დახვეწა და გაუმჯობესება მოხდეს“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ.
მიმდინარე წლის სექტემბერში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის ჩართულობით, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების შეხვედრა იგეგმება. შეხვედრაში მონაწილეობის თხოვნით, მოწვევა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მხრიდან, ბუნდესტაგის აპარატის ხელმძღვანელმა ექსკლუზიურად მიიღო.
ორმხრივ შეხვედრებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი ლევან დიასამიძე ესწრებოდა.
საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის ვიზიტი გერმანიის ბუნდესტაგში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა