საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღია კარის დღის ფარგლებში საჯარო სკოლის დამამთავრებელი
კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ღონისძიებების სერია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება.
მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართა. მინისტრმა ახალგაზრდებს საქართველოს პირველიდემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ იუბილე საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ორმაგი დატვირთვისმატარებელია, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროც ასი წლის შესრულდა. მინისტრის თქმით ამ ორი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებების და საჯარო ლექციების ციკლს იწყებს. ღონისძიებების ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გაეცნობიანსამინისტროს საქმიანობას, ქართული დიპლომატიის ისტორიას და პირველწყაროდან შეიტყობენ საინტერესო დეტალებს პროფესია დიპლომატის შესახებ.
მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ლექცია გამართა საქართველოს ყოფილმა საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა დიდ ბრიტანეთში კახი ქენქაძემ.
ღია კარის დღეების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით სამინისტრო ღია კარის დღეს რამდენჯერმე უმასპინძლებს, საიუბილეო თარიღთანდაკავშირებით კი 26 მაისამდე გაიმართება არაერთი შემეცნებითი ღონისძიება.

















