მონაკოში საქართველოს საპატიო საკონსულო დაწესებულება საქართველოს საპატიო კონსულის - დევიდ
ენტონი რენდალის მეთაურობით ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე დაესწრნენ.
დევიდ რენდალი საფრანგეთში ცნობილი ბიზნესმენია, საქმიანობს საინვესტიციო სფეროში, ასევე დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. როგორც საპატიო საკონსულო დაწესებულების გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, საპატიო კონსულის დანიშვნა ხელს შეუწყობს მონაკოში საქართველოს ინტერესების პოზიციონირებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვას.

















