პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ხვალინდელი აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი ცხადიაშვილმა განუცხადა, კოალიციის ლიდერები აქციასთან დაკავშირებით მოსახლეობას ხვდებიან.
მისი თქმით, შეხვედრებზე აქციის მონაწილე მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.
„მოსახლეობასთან შეხვედრების მსვლელობისას წინა დღეებში ხელისშემშლელი ფაქტორები დაფიქსირდა. მსგავსი ფაქტები დღეს არ მომხდარა. აქციის მონაწილეთა ნაკადს რომელი ლიდერი, რომელი მიმართულებით უხელმძღვანელებს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის“ - განაცხადა ცხადიაშვილმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია გორში, კომბინატის დასახლებაში ხვალ 19:00 საათზეა დაგეგმილი.

















