logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა
16:33 20.04.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის რეგლამენტის 251-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა.
„უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მთელი ამ წლების განმავლობაში პოლონეთი მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და მათი თანადგომა იყო განსაკუთრებული, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის და კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის. მე მქონდა ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ამ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის, სწორედ, ამ შეთანხმების გაგრძელებაა დღევანდელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოვადგენთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოხდა შეთანხმება, რომ შეიქმნებოდა ორმხრივი საპარლამენტო ასამბლეა, რაც ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის თანამშრომლობას ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანს.



დოკუმენტის მიხედვით საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების, საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანოებში მათი ინტერესების შესაბამისად საქმიანობის კოორდინაციის და ამ ქვეყნების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ნებას.



საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ვოლსკი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირაკლი აბესაძე, გიორგი ბრეგაძე, თინათინ ბოკუჩავა, ნინო გოგუაძე, გოჩა ენუქიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი ლომია, ენძელა მაჭავარიანი, გელა სამხარაული.



როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ აღნიშნა, კომიტეტი მიესალმება საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ინიციატივას და მხარს უჭერს აღნიშნულ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმოდგენილ წევრებს.



დასასრულ, კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ საქართველოს დადგენილების პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა