logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: არ არის იმ მასშტაბის წინააღმდეგობები უმრავლესობის შიგნით, რომ რაიმე გადაუჭრელი იყოს
ირაკლი კობახიძე: არ არის იმ მასშტაბის წინააღმდეგობები უმრავლესობის შიგნით, რომ რაიმე გადაუჭრელი იყოს
16:32 20.04.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის შიგნით არ არის იმ მასშტაბის წინააღმდეგობები , რომ ვერ გადაიჭრას.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გუნდში მსჯელობა გაიმართება, ყველაფერი მარტივად დალაგდება.
„ყველა პრობლემა მოგვარდება. არ არის იმ მასშტაბის წინააღმდეგობები უმრავლესობის შიგნით, რომ რაიმე გადაუჭრელი იყოს. შესაბამისად, ძალიან მარტივად დალაგდება ეს ვითარება მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ მსჯელობის გამართვას“- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება. ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და საპარლამენტო საქმიანობაზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა.



„უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება სავარაუდოდ მომავალ კვირაში. ხვალიდან სამშაბათის ჩათვლით ჩვენ გვაქვს პარტიული ღონისძიებები რეგიონებში. აქედან გამომდინარე, მე არ ვიქნები თბილისში და შესაბამისად, ვერ ჩატარდება უმრავლესობის შეხვედრა. მომავალ კვირაში გაიმართება ასეთი შეხვედრა და იქ განიხილება ყველა საკითხი.



მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, ყველა დეპუტატს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ჩვენ გვაქვს ბევრი რამ გასაკეთებელი და მათ კონცენტრაცია უნდა მოახდინონ რა თქმა უნდა, საპარლამენტო საქმიანობაზე, მათი სადეპუტატო ფუნქციების განხორციელებაზე და არა იმაზე, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს არის ჩემი მოწოდება. თუ შეინარჩუნებენ დეპუტატები სიმშვიდეს, თუ არ აჩქარდებიან, ისინი არ დაუშვებენ შეცდომებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მისივე თქმით, ვითარების დალაგება მსჯელობის გამართვის შემდეგ მოხერხდება.

„ძალიან მარტივი გადაწყვეტა არსებობს ამ პრობლემების, მთავარია მსჯელობა და განხილვა და მსჯელობის და განხილვის საფუძველზე ყველა საკითხი მოგვარდება. ყველა პრობლემა მოგვარდება. არ არის იმ მასშტაბის წინააღმდეგობები უმრავლესობის შიგნით, რომ რაიმე გადაუჭრელი იყოს. შესაბამისად, ძალიან მარტივად დალაგდება ეს ვითარება მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ მსჯელობის გამართვას ამ საკითხებთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი აუცილებლად შედგება მომავალ კვირაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



უმრავლესობის წევრების განცხადებებზე კომენტარის გაკეთებისგან ირაკლი კობახიძემ თავი შეიკავა. მისი თქმით, ყველა საკითხზე შეხვედრის დროს იმსჯელებენ.

„მე არ მინდა ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, ზოგადად, არს მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება, ვიდრე არ შედგება მსჯელობა, განხილვა, ვიდრე არ ვიმსჯელებთ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ გვექნება შეხვედრა, მსჯელობა და იქ განიხილება ყველა საკითხი.



ყველაფერზე გვექნება ჩვენ მსჯელობა, მათ შორის ფორმატთან დაკავშირებით, ყველაფერზე შევთანხმდებით, განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და ამის საფუძველზე მარტივად გადაწყდება ის პრობლემები, რომელიც არსებობს ამ ეტაპზე უმრავლესობაში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა