logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დავით ზალკალიანმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან გამართა შეხვედრა
დავით ზალკალიანმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან გამართა შეხვედრა
10:02 20.04.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან გამართა შეხვედრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ახლადარჩეულ კომისართან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მან დეტალურად ისაუბრა ე.წ. „ბორდერიზაციის“, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვის, უკანონო დაკავებების, სოხუმსა და ახალგორში საბაჟო პუნქტების გახსნის ფაქტებზე.

მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე. აღინიშნა, რომ ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა დაგვიანებით, რაც არა მარტო პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯია, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც მიუღებელია. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და მსგავსი დანაშაული წარსულში ჩადენილ იქნა გიგა ოთხოზორიას შემთხვევაშიც.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველებისათვის ე.წ. ბინადრობის მოწმობის იძულებით გაცემის, ეთნიკური ქართველების საკუთრების განადგურების, გამშვები პუნქტების დახურვის, მშობლიურ ენაზე სწავლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებების“, ეთნიკური ნიშნით შევიწროებისა და სხვა მსგავს ფაქტებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას, რათა ადგილზე მოხდეს სიტუაციის შეფასება.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, საქართველოს პრობლემატიკა მისთვის ცნობილია. მან გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევების მოგვარების მიზნით.

საუბარი ასევე შეეხო ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ჩართულობის პოლიტიკას. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. განასაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ევროპის საბჭოს ადამიანის უიფლებათა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით.

დუნია მიატოვიჩმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დეტალური ინფორმაციისთვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა