logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
09:59 20.04.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნის მოადგილესთან გაბრიელა ბატაინი-დრაგონისთან და ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

დავით ზალკალიანმა გენერალური მდივნის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ თვალსაზრისით, მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს.

გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება მნიშვნელოვანია და ეს პრაქტიკა გაგრძელდება მომავალში.

საუბარი ასევე შეეხო ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ჩართულობის პოლიტიკას. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გენერალური მდივნის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით. ამასთანავე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და განვითარებისკენ.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების მდგომარეობა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ევროპის საბჭო, თავის მხრივ, აქტიურად განაგრძობს მუშაობას სამოქმედო გეგმისათვის ფინანსური რესურსების მოძიების კუთხით.

გარდა ზემოაღნიშნული შეხვედრისა, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.

შეხვედრისას დავით ზალკალიანმა მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და აღნიშნული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ. მუდმივი წარმომადგენლები დაინტერესდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციითა და კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობით. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული მიდგომა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისადმი. მათ გამოთქვეს სრული მხარდაჭერა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროპის საბჭოში საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობას და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა