უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით კიევის პარკში „Відрадний“, ქართულ-უკრაინული
მეგობრობის ხეივანში, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალის საზეიმო გახსნა გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, ქ. კიევის სოლომიანსკი რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მაქსიმ შკურომ, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ხვიჩა მეფარიშვილმა, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და საელჩოს თანამშრომლებმა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაირგო ხეები.

















