logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი საყდრისის კომიტეტის წევრებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი საყდრისის კომიტეტის წევრებს შეხვდა
12:38 19.04.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საყდრისის კომიტეტის წევრებს კომპანიების - RMG Gold და RMG Copper საქმიანობის შემოწმების შედეგები და გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის დაკისრებული კონკრეტული ვალდებულებების შესრულების გეგმა გააცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2015-2016 წლებში, სამინისტროს მიერ მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა კომპანიების ტერიტორიები, კარიერები, კუდსაცავი, სანაყაროები და მადნის გადამამუშავებელი ქარხანა.
სამუშაო შეხვედრაზე საყდრისის კომიტეტის წევრებმა მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ RMG Gold-ისა და RMG Copper-ის საქმიანობამ მინიმალური ზიანი მიაყენოს გარემოს. პირველ რიგში, კომპანიების საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი უნდა მოგვარდეს. მინისტრის განცხადებით, კომპანიებს დაევალათ, დაუყოვნებლივ დაიწყონ მდინარე კაზრეთულას დაბინძურების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების განხორციელება. სამუშაოების შესრულებისთვის განისაზღვრა კონკრეტული ვადა - 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარეში კაზრეთულაში უნდა აღიკვეთოს საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურების ფაქტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინიციტივით, საყდრისის კომიტეტის წევრები RMG Gold-ისა და RMG Copper-ისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში ჩაერთვებიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა