logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის მიერ მიღებული კანონით გვარის შეცვლის რეგულაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა
პარლამენტის მიერ მიღებული კანონით გვარის შეცვლის რეგულაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა
12:16 19.04.2018
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გვარის შეცვლისათვის ახალ რეგულაციებს აწესებს. კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გვარის შეცვლის წესის გამკაცრების მიზანია, დაიცვას საქართველოს მონაპოვარი − უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, და ის სარგებელი, რასაც ქვეყანა ამ გზით იღებს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით. კანონი მოახდენს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციას, ხელს შეუწყობს დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციას და მყარ საკანონმდებლო გარანტიას შეუქმნის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ევროკავშირის ქვეყნებთან.

სამინისტროს ცნობითვე, სახელის შეცვლის ინსტიტუტისგან განსხვავებით, დღეს მოქმედი რეგულაციით, არ არსებობს შეზღუდვა, თუ რამდენჯერაა შესაძლებელი გვარის შეცვლა. სრულწლოვანებაში სახელის მხოლოდ ერთხელ შეცვლის ინსტიტუტი 2014 წელს იქნა შემოღებული, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიზნით მოლაპარაკებებს მართავდა. გვართან დაკავშირებულმა ლიბერალურმა რეგულაციამ კი მოგვიანებით გარკვეული პრობლემები შექმნა შენგენის სივრცის ქვეყნებთან. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ერთი გვარით ჩადიან დანაშაულს ევროკავშირის ტერიტორიაზე, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, იცვლიან გვარს მარტივად და მოკლე ვადაში და ახალი ვინაობით მიემგზავრებიან კვლავ შენგენის ზონაში. უცხო ქვეყნის საზღვარზე სათანადო სისტემების უქონლობის გამო ვეღარ ხერხდება ამ პირთა იდენტიფიცირება და ისინი კვლავ ხვდებიან იმ სივრცეში, საიდანაც გამოაძევეს, ან სადაც შესვლა აკრძალული აქვთ. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი დროის მცირე შუალედში რამდენჯერმე იცვლის გვარს. მაგალითად, 2016 წელს 58-მა პირმა გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ; 2017 წელს კი 59-მა პირმა გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა - 4-ჯერ.

ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს კვლავ შეეძლება გვარის შეცვლა, მაგრამ სრულწლოვანების შემდეგ მას მოუწევს ერთხელ გააკეთოს არჩევანი და მიიღოს: მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი.

ამ შემთხვევაში მხედველობაში არ იქნება მიღებული გვარის შეცვლის ის შემთხვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2017 წლის 28 მარტამდე, ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე.

შეზღუდვა არ გავრცელდება არც იმ შემთხვევებზე, როდესაც პირებს სურთ მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების მომენტში უნდა მიიღონ. ასევე, ერთხელ გვარის შეცვლის შეზღუდვა არ იმოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც განქორწინების მომენტში პირი გადაწყვეტს დაიტოვოს ქორწინებისას მიღებული მეუღლის გვარი ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. ამასთან, პირს ყოველთვის შეეძლება დაიბრუნოს საკუთარი ქორწინებამდელი გვარი, ასევე, შვილად აყვანისას მიიღოს მშვილებლის გვარი, მამობის დადგენისას მიიღოს მამის გვარი, აგრეთვე მიიღოს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი (თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა).

გარდა ამისა, გვარის ან სახელის შეცვლის შემთხვევაში, მსურველი ვალდებული იქნება, პირადად მიმართოს შესაბამის უწყებებს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას). გარდა ქორწინების/განქორწინების შემთხვევებისა, საკითხის გადასაწყვეტად სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მოეწყობა ზეპირი მოსმენა, სადაც გვარის შეცვლის მსურველი ვალდებული იქნება, პირადად გამოცხადდეს და დაასაბუთოს გვარის შეცვლის საჭიროება.

გვარის შეცვლას მოქალაქე ვერ მოახერხებს, თუკი განცხადება წარდგენილი არ იქნება უშუალოდ მის მიერ; ის დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან არ გასულა 5 წელი. ცვლილებების პროექტით ასევე დაზუსტდება, რომ ამჟამად კანონში მითითებულ „სამართალდამცავი ორგანოს“ მიერ ძებნილ პირში, რომელიც დღეს ვერ იცვლის გვარს, იგულისხმება არა მხოლოდ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ, არამედ უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოსა და ინტერპოლის მიერ ძებნილი პირიც.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა