logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: დღეს საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ნატოში წევრობამდე მივყავართ
მიხეილ ჯანელიძე: დღეს საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ნატოში წევრობამდე მივყავართ
18:20 18.04.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კახეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, უმცირესობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ნატოს დღეების ფარგლებში, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე.



“საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ორი დღეა აჟღერებს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთოებები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ეს არის ის შეფასება, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან. ეს მიღწეულ იქნა ჩვენი გააზრებული, პრაგმატული და მიზანმიმართული გონიერი ნაბიჯებით. დღეს საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ მივყავართ წევრობამდე” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელსაც წარმოადგენს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატოსთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატოსთან სტრატეგიულ დიალოგში.



“ჩვენ გვაქვს ეროვნული წლიური პროგრამა, რომელიც პირველ რიგში უკავშირედბა ჩვენს დეომკრატიულ, ეკონომიკურ, თავდაცვის სფეროში რეფორმებს. ნატო არის ღირებულებათა კავშირი, ეს არის ოგრანიზაცია, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა ჩვენ მხოლოდ ნატოს წევრობისთვის არ ვხდებით დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ დემოკრატიული განვითარების სახელმწიფო, ინსტიტუციური დემოკრატია და სწორად ამაში გვეხმარება ჩვენ ნატო მისი წევრები, ჩვენი პარტნიორი - შეერთებული შტატები. აშშ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდეგნის შემდეგ ძალიან მტკიცედ უდგას საქართველოს გვერდით, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ” - განაცხადა მინისტრმა.



მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატიავებზე.



შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი.



შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.



ღონისძიების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კახეთის რეგიონის თითოეულმა მუნიციპალიტეტის მერმა და მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს ევროატლანტიკური კლუბის შექმნის დებულებას, რომელიც კახეთის რეგიონის მასშტაბით განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.



წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.



ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა