logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა
22:18 17.04.2018
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, პროფესიული პრაქტიკის ახალგაზრდა ქართველ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, დეპუტატმა ახალგაზრდებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

„ჩვენი ამოცანაა ევროპული, თანამედროვე ტიპის სახელმწიფოს შენება და პარლამენტის საქმიანობა ამ მიმართულებით მიმდინარებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მანვე პროფესიული პრაქტიკის კურსდამთავრებულებს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიზნებსა და პარლამენტის, როგორც საზედამხედველო ორგანოს ფუნქციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის შედეგად პარლამენტმა ახალი მანდატი შეიძინა და მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის კუთხით ქმედითი მექანიზმებით აღიჭურვა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი ფუნქციების ჩამოყალიბების პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და საელჩოები, პარლამენტს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს და გამოცდილების საუკეთესო პრაქტიკას სთავაზობენ.

„ეს არის პროგრამა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, რომ პრაქტიკა გაიარონ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში და ადგილზე გაეცნონ სამუშაო პროცესს. ეს ადამიანები საქართველოში საქმიანობას სხვადასხვა სფეროში აგრძელებენ და შეხვედრაზე მათი მხრიდან პარლამენტთან მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა