logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზვიად კვაჭანტირაძე და მარიამ ჯაში აზერბაიჯანის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ზვიად კვაჭანტირაძე და მარიამ ჯაში აზერბაიჯანის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
18:07 17.04.2018
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, კომიტეტის წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი და პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე ესწრებოდნენ, მხარეებმა აზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის პრობლემატიკა განიხილეს. საუბარი ქალაქ კახში მოქმედი ანსამბლის „ჰერულას“ ფუნქციონირებისა და პროექტის „ჰერეთის სახლის“განხორციელების საკითხებსაც შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების და მათი ხელშეწყობის საკითხს დაეთმო.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ჰერელი, ინგილო ქართველების, მათ შორის ახალგაზრდების და სტუდენტების მდგომარეობა საქართველოში. ვიმსჯელეთ მათი ინიციატივით დაფუძნებული „ჰერეთის სახლის“ სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. არის საკითხები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება დამატებითი ჩარევა, რადგან სამწუხაროდ, კანონმდებლობით ყველაფერი არ არის დარეგულირებული. ამ ახალგაზრდებს სერიოზული მხარდაჭერა სჭირდებათ. აგრეთვე ვისაუბრეთ აზერბაიჯანის რეგიონში, კონკრეტულად კი კახის, ზაქათალას და ბელაქანის დიასპორის პრობლემებზე და დავსახეთ კონკრეტული ამოცანები, რომელთა გადაჭრაც მოგვიწევს ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად“,-განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს სახელმწიფოს მხრიდან დიასპორასთან ეფექტური თანამშრომლობისთვის გადადგმული ნაბიჯები და ის აქტივობები, რომელიც კულტურული და საგანმანათლებლო კუთხით, ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფორმატში უნდა გადაწყდეს.

„დღეს გვქონდა შეხვედრა აზერბაიჯანის ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენი დიასპორისთვის. ვისაუბრეთ განათლების საკითხებზე, კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობის მიმართულებებზე, ჯანდაცვის კუთხით განსახორციელებელ აქტივობებზე, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში შესაძლებელია რომ გადაწყდეს“,-განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილიგამოთქვეს.

შეხვედრას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე დიმიტრი კაპანაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის ფონდის დირექტორი, ირაკლი ჟორჟოლიანი, ანსამბლის„ჰერულა“ სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი პაპიაშვილი, პროქტის „ჰერეთის სახლი’’ დამფუძნებლები, ვასილ პაპიაშვილი და მიხეილ ნუროშვილი და სპორტისდამსახურებული მოღვაწე, ლევან თედიაშვილი ესწრებოდნენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა