logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგი წერეთელი: საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის მიღებაზე იმსჯელებს
გიგი წერეთელი: საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის მიღებაზე იმსჯელებს
17:48 17.04.2018
დანიის დედაქალაქში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უძღვებოდა.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ორგანიზაციის მომავალი წლის ბიუჯეტი, იტალიის, რუსეთის ფედერაციის და აზერბაიჯანის რეპუბლიკაში გამართული არჩევნები და სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები მოისმინეს. ბიუროს წევრები კომიტეტის მომხსენებლების და სპეციალური წარმომადგენლების ანგარიშებსაც გაეცნენ.


სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა აუცილებლად იმსჯელებს რეზოლუციის მიღების თაობაზე, სადაც საქართველოს საკითხები აისახება.



„10 წელი ხდება საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ და სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბიუროს წევრებს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გააცნო და აღნიშნა, რომ მომხდარი მკვლელობების გამო ჯერაც არავინ დასჯილა, რაც თავის მხრივ, ნეგატიურ ტენდენციას წარმოადგენს. მისივე განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, ეუთო საპარლამენტო ასამბლეა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას გამართავს, რათა მომავალში პრევენციული ღონისძიებები გატარდეს და მსგავს დანაშაულთან დაკავშირებული პირები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ.



ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებზე, შესაბამის რეზოლუციებს, ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებაზე მიიღებს, რომელიც 7-11 ივლისს ბერლინში გაიმართება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა