logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენისას მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენისას მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება
16:07 17.04.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს.
კომიტეტის წევრის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის დროს ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შემადგენლობის განსაზღვრა, მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და პროპორციული სასჯელის დაწესება.
„ამით ხაზგასმულია სახელმწიფოს ნეგატიური და მკაცრი რეაქცია სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში. აუცილებელია ასევე იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება, რომელიც უშუალოდ ასრულებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანებას ან დავალებას სისტემური დანაშაულის დროს“, -აღნიშნა მომხსენებელმა.
ანრი ოხანაშვილმა გამოხატა იმედი, რომ კანონპროექტს ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა.
„მინისტრთა კომიტეტს გაეგზავნება შესაბამისი შეტყობინება, რომ საქართველომ მოახდინა გირგვლიანის საქმეზე ერთგვარი საკანონმდებლო რეაქცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ასახვა ჰპოვა სისტემური დანაშაულის მუხლებმა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.



კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ თანმდევ პაკეტთან ერთად პარლამენტის წევრმა, ბიძინა გეგიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სპორტული გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების შენარჩუნება და მათთან დაკავშირებით სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის კონტროლის განხორციელება „ დღეის მდგომარეობით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აღრიცხულია 550-ზე მეტი სპორტული ობიექტი, რომელიც საჭიროებს შენარჩუნებას და ასევე განვითარებას ჯანსაღ გარემოში, სწორედ ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს სარეკრიაციო ტერიტორიებისა და სპორტული ტერიტორიების, ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა და ამავე დროს მათი საერთო სივრცეში განვითარების ხელშეწყობა“, -განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, ეს არის ცალსახად დადებითი პროექტი იმ კუთხით, რომ რაც შეიძლება მეტი გამაჯანსაღებელი, რეკრეაციული ადგილია საჭირო საქართველოში განსაკუთრებით თბილისში.



დღესვე განიხილეს პარლამენტის წევრების, ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი სირთულეებს აღმოფხვრის. მისი მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისას ჩართული ყველა პროფესიის წარმომადგენლის მიერ ნორმათა ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა ამ ნორმათა უფრო ნათლად ჩამოყალიბების გზით. კანონპროქტის მიზანია აგრეთვე, ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი ნორმების ცვლილება. „კანონპროექტის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარება არასრულწლოვანი მოწმის გარდა, ასევე გათვალისწინებულია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირისთვისაც. ამასთან, განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, უფასო იურიდიული დახმარების დანიშვნის საფუძვლებს ემატება შემთხვევები, როცა არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს, მოწმეს ეძლევა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.



კომიტეტმა განიხილა სამი ხელშეკრულება: საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების („დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოებისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“ .


კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა