logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი
მიხეილ ჯანელიძე: ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი
15:56 17.04.2018
ნატო-ს დღეების ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქვემო ქართლის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.



საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე ისაუბრა.



მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ნატოს დღეების ფარგლებში პირველი ვიზიტით სწორედ მარნეულს ეწვია, ქალაქს, რომელიც მისი თქმით არის დიდი შესაძლებლობების, ისტორიისა და დიდი მომავლის მქონე ქალაქი, ხოლო საზოგადეობა აქტიური და მონდომებული, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესულ პროცესებს. მინისტრის განცხადებით , უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სწორი აღქმა იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, რომელიც ინტეგრაციის პროცესს თან ახლავს.



საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და გაძლიერებას ემსახურება.



“ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი. ჩვენ გვაქვს თავდაცვის უნარიანობის ამაღლების უფლება, ჩვენ გვაქვს გაძლიერების საჭიროება, იმისათვის, რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო, შეგვეძლოს თავდაცვა და შეგვეძლოს აგრესიასთან გამკლავება. სწორედ თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას და გაძლიერებას ემსახურება ჩვენი ნატო-სთან თანამშრომლობა” - განაცხადა მინისტრმა.



მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღმავებისა და გაძლიერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაკავშირებოდა ევროატლანტიკურ ოჯახს და მის ღირებულებებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხო და წარმატებული მომავლისთვის.



როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა დღეს საქართველო უკვე ასპირანტი ქვეყანაა და მას გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ხდის მეტად ინტეგრირებულს ნატო-სთან და ნატო-ს სტანდარტებთან.



“ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ასე ახლოს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან როგორც ვართ დღეს ჩვენი რეფორმებიდან, მიდგომებიდან და ნაბიჯებიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია ამ თანამშრომლობით უზუნველვყოთ მეტი მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრისას ასევე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ხაზი გაუსვა მთავრობის საბოლოო მიზანს, რასაც ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.



“ჩვენი მიზანია საბოლოო წევრობა ევროკავშირში - რათა ჩვენ ვიყოთ ერთიანი ევროპული ოჯახის სრუფასოვანი წევრი და მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რომელსაც იღებს ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, ჩვენ დღეს გვაქვს განსაკუთრებული შედეგი, ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” ჩვენი პროგრესით, რეფორებით და ინტეგრაციის პროცესით. ჩვენი მიზანია გავეჯიბროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანების გზაზე დგანან, შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენ ნამდვილად არ ჩამოვუვარდებით, თუ არ ვუსწრებთ კიდევაც, ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანების გზაზე დგანან. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ და აუცილებად დადგება ის დრო და მომენტი, როდესაც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა და საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა