პარლამენტარის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“
კონცეპტუალურ საკითხებზე ვერ თანხმდება.
მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოსთან“ ალიანსის ბარლდებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად ზარალდება.
ამის შესახებ ფოფხაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, სადაც აბაშიშვილი პრეზიდენტის წინააღმდეგ „ევროპული საქართველოსა“ და უმრავლესობის გარიგებაზე საუბრობს,
„თუ ჩვენ ვიღაცა დაგვაბრალებს ალიანსს „ევროპულ საქართველოსთან“, ამით ჩვენ პოლიტიკურად ვზარალდებით.
ელექტორალურადაც და ჩვენი პოლიტიკური საჯარო პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ და „ევროპული საქართველო“ კონცეპტუალურ საკითხებზე საერთო პოზიციებს ვერ უნდა ვნახულობდეთ. ანალოგიურად ჩემნაირად, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლისთვისაც არ არის მისაღები „ქართულ ოცნებასთან“ ერთიანობა, აქედან გამომდინარე, თუ ვიღაცას უნდა „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ თავის ამომრჩეველთან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, მისთვის ეს არგუმენტი, რომ ჩვენ ერთად ვართ, ალბათ, მომგებიანია“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

















