logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ნატოს დღეების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებული ნაბიჯების შესახებ
მიხეილ ჯანელიძე: ნატოს დღეების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებული ნაბიჯების შესახებ
10:05 17.04.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს დღეების დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლა. მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ნატოს დღეების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ნატოს დღეების მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებული ნაბიჯების და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. მინისტრის განცხადებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად შეიქმნა ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე, რომელიც ორიენტირებულია მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე ქვეყნის შიგნით ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაზე, ხოლო ქვეყნის გარეთ კომუნიკაციის გაძლიერებაზე ნატოსა და მის წევრ სახელმწიფოებთან.

„ჩვენი მოქალაქეები ნატო-საქართველოს აქტიური და დინამიური ურთიერთობების შესახებ კარგად არიან ინფორმირებული. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანებას აქტიურად უჭერს მხარს. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ, როგორც ასპირანტმა სახელმწიფომ, აქტიური და დინამიური ინტეგრაციული პროცესი გაიარა, რაც გამოიხატა მრავალ ყოვლისმომცველ რეფორმაში. გატარებული ინსტიტუციური რეფორმების წყალობით, საქართველო უპრეცედენტოდ დაუახლოვდა დასავლურ ევროატლანტიკურ სტანდარტებს. თავად ალიანსის წევრებიც ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს როგორც შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის, ისე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ნატოს წლევანდელი სამიტის მნიშვნელოვანის და აღნიშნა, რომ ქვეყნის ამოცანას წამოადგენს საქართველო სამიტის ყველა სათანადო ფორმატში შესაბამის დონეზე იქნას წარმოდგენილი და განსაკუთრებულად გაესვას ხაზი საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2018 წელი ჩართულობისა და დიალოგის წლად გამოცხადდა. ნატოს დღეები არის ის შესანიშნავი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებთან აქტიური დიალოგის შესაძლებლობა გვეძლევა. ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სხვადასხვა უწყებას აქვს დაგეგმილი მრავალი აქტივობა ქვეყნის მასშტაბით, მრავალი ღონისძიება. გაიმართება ღონისძიებები როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ადგილობრივი თვითმართველობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან“ - განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მაგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი და საქართველოში ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა.

აღსანიშნავია, რომ წელს ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.

წელს, ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა