logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მოუსმინეს
17:19 15.04.2018
პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახი კახიშვილს მოუსმინეს. დახურული ფორმატის შეხვედრაზე მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებს ის ინფორმაცია გააცნო, რომელიც 2015-16 წლებში სამინისტროს მხრიდან საიდუმლო შესყიდულ შესყიდევბს უკავშირდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გაკეთდა.

„ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც აუდიტის სამსახურმა პრობლემატურად მიიჩნია და ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცა. თავად სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე ეს არის დახულული ტიპის ობიექტები, პენიტენციური დაწესებულებები და ბუნებრივია ჩვენ ფაქიზად ვუყურებთ ნებისმიერ იმ საკითხს, რომელმაც შესაძლოა ჯანმრთელი პატიმრის უსაფრთხოებას შეექმნას პრობლემა“, - განაცხადა კახი კახიშვილმა. მინისტრმა საიდუმლო შესყიდვების ნუსხაც განმარტა და აღნიშნა, რომ ასეთ კატეგორიებს კვება, მომარაგება და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უწყების ხელმძღვანელი, მინისტრი გამოირჩევა რეფორმატორული მიდგომებით და მივესალმები, რომ არსებული გამოწვევების ფონზე მინისტრს გააზრებული აქვს სწორი პოლიტიკა შესყიდვებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ახასიათებს თავისი სპეციფიკა და განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. აქედან გამომდინარე ის რეფორმები და გეგმები, რაც მინისტრს გააჩნია, რომ შესყიდვებთან მიმართებაში გაუმჯობესდეს ადმინისტრაციული მართველობა და ასევე იყოს ძლიერი კონტროლის მექანიზმები, ეს მას კარგად აქვს ჩამოყალიბებული და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგული აქვს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში სხვა მიმართულებების მსგავსად, შესყიდვების კუთხითაც წარმატებული შედეგი დაიდება.

„ეს არის მოსმენების კონფიდენციალური ფორმატი და ის ინფორმაციაც კონფიდენციალურია რასაც ჩვენ ვიღებთ. საჯაროდ შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც აუდიტის სამსახურის მიერ იყო გარკვეული ტენდეციებით გამოკვეთილი ან ყველა იმ თემაზე, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ინტერესის სფერო, მინისტრისგან პირდაპირი პასუხები მოვისმინეთ“, - აღნიშნა განაცხადა ნდობის ჯგუფის წევრმა, ეკა ბესელიამ. მისივე შეფასებით, სამინისტროს სტანდარტები თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს უახლოვდება და უსაფრთხოების თვალსაზრისით პატიმართა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

„ნდობის ჯგუფის ფარგლებში განვიხილეთ სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ ინფორმაცია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის დიამეტრალური გაუმჯობესება როგორც პატიმართა უფლებების დაცვის, ასევე პირობების თვალსაზრისით. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც აუდიტის სამსახურის დასკვნაში იყო მოცემული“- აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. ნდობის ჯგუფის წევრის განცხადებით, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს მომავალი განვითარების შესახებ და მათ შორის, სასჯელაღსრულების ახალ დაწესებულებებთან დაკავშირებით, სწორი ხედვა აქვს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა