საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს რომის კურიის აღმოსავლეთ ეკლესიათა კონგრეგაციის პრეფექტი, კარდინალი ლეონარდო სანდრი ეწვია.
სტუმარი საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ასევე, ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე და გლობალურ გამოწვევებში კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ვატიკანის მხარემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.

















