logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში ზაზა გაბუნიას და მაია ცქიტიშვილის შეხვედრა გაიმართა
პარლამენტში ზაზა გაბუნიას და მაია ცქიტიშვილის შეხვედრა გაიმართა
14:58 13.04.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს შეხვდა.

პირველ ოფიციალურ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის და მინისტრის მოადგილეებიც მონაწილეობდნენ, პარლამენტისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე, ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

ზაზა გაბუნიას შეფასებით, პირველივე ოფიციალური შეხვედრა მინისტრთან იყო საქმიანი და შინაარსიანი.

"ქალბატონი მინისტრისგან მოვისმინე საკამაოდ ღრმა, კომპეტენტური და შინაარსიანი მსჯელობა და დამოკიდებულება იმ ძირითადი საკითხების ირგვლივ, რომლებიც გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილის, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო საკითხები. მით უმეტეს, დეცენტრალიზაციის რეფორმის სახით წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი სამუშაო, უმნიშვნელოვანესი კაპიტალური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც აღნიშნული სამინისტრო განახორციელებს, ამიტომ, მე მოხარული ვარ იმით, რომ დღეს შესაძლებლობა გვქონდა მოგვესმინა კომპეტენტური, კვალიფიციური და სწორი, შინაარსიანი ხედვების მქონე მინისტრისთვის, რასაც მივესალმები როგორც კომიტეტის თავმჯდომარე", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრა თავის მხრივ დადებითად შეაფასა მინისტრმა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს კომიტეტის და სამინისტროს იმ გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც ერთობლივად აპირებენ.

"პირველ რიგში შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი მუშაობა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, სამინისტროს და პარლამენტს ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვექნება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა